ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

მამუკა მამულაშვილი საუბრობს, რა ამოცანები აქვს “ქართულ ლეგიონს” უკრაინაში

“ქართული ლეგიონის” მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა Українська правда-სთან ინტერვიუში იმ ამოცანების შესახებ ისაუბრა, რომელთა შესრულებაც ლეგიონს უკრაინაში აქვს დასახული.

მამულაშვილის თქმით, “ქართულმა ლეგიონმა” უნდა გაანადგუროს ბრძანების გამცემი რუსული პუნქტები და დაარღვიოს მათი ლოჯისტიკა.

“ჩვენ სამეთაურო ცენტრების განადგურებით ვართ დაკავებული, ვანადგურებთ რუსული ლოჯისტიკას და ეს არ არის საიდუმლო. ჩვენ საკმაოდ მიზანმიმართულად ვმოქმედებთ და ძალიან კარგად დაგეგმილი სქემით ვმოქმედებთ”, – აცხადებს მამულაშილი.

მისივე თქმით, ბატალიონის ჯარისკაცები რამდენიმე სოფლის გათავისუფლებაში არიან ჩართული, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს.

 

იტვირთბა....