[su_quote]რუსეთმა უკვე კარგად იგრძნო, რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაცია საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მათი სპეცოპერაცია. რუს ჯარისკაცებს გულწრფელად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების – ჩვენ ეს ვიცით მათი საუბრის მოსმენის შედეგად. ე.წ. მეორე ჯარს ეშინია უკრაინელების და რამის გაკეთება მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უსაზღვრო მარაგის წყალობით შეუძლია. მათ აღარ აქვთ არც სტრატეგიული ძალა, არც ხასიათი, არც იმის აღქმა, საერთოდ, რას აკეთებენ აქ – ჩვენს მიწაზე. მცირეოდენი გამბედაობაც კი არ აქვთ, აღიარონ დამარცხება და ჯარი გაიყვანონ უკრაინული მიწიდან[/su_quote] ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
იტვირთბა....