უკრაინაში რუსეთის არმიის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის სამი პოლკოვნიკია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების Facebook გვერდზე გავრცელდა.
უწყება ლიკვიდირებულთა ვინაობასაც ასაჯაროვებს, ესენი არიან: მე-20 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური ალექსეი გოროვეცი, მე-20 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით, ალექსეი ავრამენკო და ამავე სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე კანატ მუკატოვი.
“გაიცანით ექსკლუზიური რუსი ოკუპანტები, რომლებიც “სწავლების” დროს დაიკარგნენ, მაგრამ უკვე სწორ მისამართზე დაბრუნდნენ სახლში”, – წერია შეიარაღებული ძალების ფეიჯზე.