ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ჩასოვ იარში კორპუსის დაბომვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 38 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს Telegram-ზე ვრცელდება.

“5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 38 დაღუპილის ცხედარია ამოყვანილი, მათგან ერთი, 9 წლამდე ბავშვია. ნანგრევებიდან ცოცხლად 9 ადამიანია გამოყვანილი. ტერიტორია გაიწმინდა 400 ტონაზე მეტი ჩამონგრეული მასისგან, სამუშაოები გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ოკუპანტებმა ჩასოვ იარზე იერიში 9 ივლისს მიიტანეს.

იტვირთბა....