ახალი ამბები პოლიტიკა

“ისტორიის დამახინჯება” – კვირიკაშვილის პასუხი ღარიბაშვილს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მან ისტორია დაამახინჯა.

მისივე თქმით, გაუგებარია რას ემსახურებოდა ღარიბაშვილის ეს ქმედება.

„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღევანდელ წერილში განაცხადა: “კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“.

იტვირთბა....