ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვიზიარებ პრემიერის წერილს და სულისკვეთებას, ივანიშვილმა რა გზაც განვლო ნათლად და ზუსტადაა აღწერილი – ქადაგიშვილი

[su_quote]  ვიზიარებ პრემიერის წერილს და სულისკვეთებას, ივანიშვილმა რა გზაც განვლო ნათლად და ზუსტად არის აღწერილი, ზუსტად არის ახსნილი წერილში, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად პოლიტიკურ საქმიანობაში არ არის ჩართული ამას თავად პრემიერიც ამბობს. როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არცერთი ტელევიზია არ იყო ერთიანი საინფორმაციო ბადით, მაშინ ივანიშვილმა შექმნა მეცხრე არხი, როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში მან ეს ტელევიზია გააუქმა, რადგან გამარჯვებულ პარტიას ტელევიზია არ ჰყოლოდა და სხვადასხვა ტელევიზიებს გადასცა აპარატურა. აქ ჩანს მისი დამოკიდებულება თავისუფალი მედიის მიმართ. დღეს, ნაცმოძრაობა და მისი ძალები ცდილობენ ოლიგარქიის ძახილით დაიბრუნონ ქვეყანა და აქედან გამომდინარე აწარმოებენ კამპანიას, რომელიც უცხოელი და საშინაო აქტორებით არის ნაკვები, რომლის უკან კანონით განსაზღვურული განზასღვრება არ ასებობს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინაში მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი გადმოვიღოთ, არაფერს ამბობენ, რადგან კანონით ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია ვერანაირად ვერ შეეხება. [/su_quote]

 

ამის შესახებ “მეტრონომს” “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

იტვირთბა....