ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გამორიცხულია ეს წერილი ღარიბაშვილს დაეწერა, რადგან მისი სამ მოქმედებიანი ლოგიკის ჯაჭვი ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა – ექსპერტი

პირადი ურთიერთობის ჩემი “მდიდარი” გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ დასკვნას დღევანდელ წერილთან დაკავშირებით. – ამის შესახებ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია ეს წერილი ღარიბაშვილს დაეწერა, რადგან მისი ლოგიკური ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა.

“გამორიცხულია ღარიბაშვილს ეს წერილი დაეწერა, რადგან მისი ლოგიკური ჯაჭვი მაქსიმუმ სამ მოქმედებიანია და ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა.
წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი – გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას. ასე წერა მხოლოდ მას უყვარს და შეუძლია.
აქედან დასკვნა:
1. მისი დაწერილია და ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა, კობახიძის და ყაველაშვილის არ იყოს.
2. ღარიბაშვილმა დაიქირავა სპიჩრაიტერები, რომლებმაც მაქსიმალურად მიამსგავსეს ბიძინას სტილს იმისათვის, რომ:
ა) ტექნიკურად “ემხილა” ბიძინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ თვითონ “პლენშია”.
ბ) წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად – რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო.
მე პირადად 2ბ-სკენ ვიხრები…” – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....