ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემას აპირებს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანი რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით მომარაგებას აპირებს, მათ შორის ისეთებით, რომელთაც იარაღის გადატანა შეუძლიათ. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთს უკრაინის დაბომბვა საკუთარი იარაღის შენარჩუნების ფასად დაუჯდა.

იტვირთბა....