ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. – ინფორმაციას “რუსთავი-2 ის” ვებგვერდი ადგილობრივი მედიიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მას 15 ერაყელი, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა. ქართველი, მესაზღვრეებმა პოდ-ლასიეში აიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, მანქანას, რომელშიც ერაყის 15 მოქალაქე იმყოფებოდა, 27 წლის ქართველი მართავდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 წლის ახალგაზრდა სამი თვით დააკავეს. მგზავრები კი ლიეტუვის მხარეს გადასცეს.

იტვირთბა....