თამრიკო ჭოხონელიძე იმ მომღერალთა შორის აღმოჩნდა, ვინც ოპერის თეატრის გახსნაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ მომღერალი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
”როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ ”მონარჩენ” ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს… პირველ დღეებში აბა, სად იყო ჩემისთანა ”არაელიტარული” (მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?! ტელევიზიიდან ითქვა – იქ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამის ღირსიაო…
ჰო, ალბათ ასე ფიქრობენ და განსჯიან დღევანდელი ”მსაჯულები” ვერაფერს იტყვი!… დასანანი ერთია მხოლოდ… ვფიქრობ, არ იყო ლამაზი ასეთი ”სელექცია”!
კრიტერიუმებმა გამაკვირვა… მომიტევეთ, მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ…
ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ის ”ელიტა” იყო, ვინც უნდა ყოფილიყო და ვისაც კარგად ესმის ოპერა!.
იმედია, გამიგებთ რატომ დამწყდა გული. აუცილებლად წავალ. ძალიან მიყვარს ეს ოპერა და მითუმეტეს, რომ ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება და იბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და ზოგადად ქართველების წარმატებების სადარაჯოზე”! – წერს თამრიკო ჭოხონელიძე.
იტვირთბა....