ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში 7 200 სამხედროზე უგზო-უკვლოდ არის გაუჩინარებული

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 200 სამხედრო მოსამსახურეა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული. ამის შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებულ შემთხვევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში კომისარი ოლეგ კოტენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, დაკარგულებს შორის არიან სხვადასხვა სტრუქტურების, მათ შორის, ეროვნული გვარდიის, საზღვრის სამსახურისა და სპეცსამსახურების წარომადგენლები.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, მესაზღვრეები, უსაფრთხოების სამსახური – ესენი სხვადასხვა ინსტიტუტებია. ისინი არ შედიან იმ მონაცემებში, რომელთაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გვაწვდის. მათი მონაცემებით, 2 000 სამხედროა გაუჩინარებული. ამ დროს, კომისრის ქოლ-ცენტრში 7200 დაკარგულის შესახებ არის შემოსული ინფორმაცია”, – აცხადებს ოლეგ კოტენკო.

იტვირთბა....