უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, როსტისლავ სმირნოვის განცხადებით, რუსებმა იციან, რომ უახლოეს მომავალში ფრონტის ხაზზე წარმატებები არ ექნებათ და ამიტომ, უკრაინელებს მეტად შეაშინებენ, რომ მოლაპარაკებებზე წასვლისკენ აიძულონ.
“ვხედავთ, რომ უახლოეს მომავალში მტერს ფრონტის ხაზზე გამარჯვებები არ ექნება. მტერი გაჩედა, ამის შესახებ მან ოფიციალურად განაცხადა, გარკვეული ოპერატიული პაუზის შესახებ გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ახლა მათი სტრატეგია ჩვენი ჰუმანისზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მათი შეშინების შესაძლებლობა მიეცეთ და ამით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა გვაიძულონ”, – განაცხადა სმირნოვმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.
როსტისლავ სმირნოვი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა მეომრებმა მტერს სამხედრო მარაგების დაახლოებით 30 საწყობი გაუნადგურეს, რაც მათ ტემპს ასევე შეანელებს.