უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი 24 Канал-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ “კადიროველები” მოღალატეები არიან, რომლებიც ამ ომში პიარს იკეთებენ და რუსი სამხედროებისგან გამოყოფილი არიან.
“რაც შეეხებათ კადიროველებს, ისინი უბრალოდ თავს იპიარებენ ამ ომში. რუსული ჯარებისგან გამოყოფილი არიან. მათ საკუთარი განხრა აქვთ – რუსების სიკვდილის ხარჯზე პიარის გაკეთება. იგივეს აკეთებენ თავისიანების სიკვდილის ხარჯზეც. ხალხი, რომელიც საკუთარ სამშობლოს ღალატობს, ყველაფერზეა წამსვლელი. ისინი კავკასიის და საკუთარი ხალხის მოღალატეები არიან”, – ამბობს მამულაშვილი.