ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 368 მილიონ დოლარს გამოიყოფს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივარნი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს.
როგორც ბლინკენი განმარტავს, ეს დახმარება მოხმარდება როგორც უკრაინაში მყოფ ადამიანებს, ასევე ლტოლვილებს, რომლებმაც ომის გამო ქვეყანა დატოვეს.
“ჩვენ მტკიცედ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები დაახლოებით 368 მილიონ დოლარს გამოყოფს დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით რათა დავეხმაროთ როგორც უკრაინის შიგნით მყოფ ადამიანებს, ისე ლტოლვილებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე, თავისი ქვეყანა უსაფრთხოების ძიებისთვის დაეტოვებინათ”, – წერს ბლინკენი.