ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვიხუმრე – “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯონსონის შესახებ პოსტზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ინგა ქარდავა ამბობს, რომ იხუმრა, როდესაც “ფეისბუკზე” საქართველოსა და ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრებზე დაწერა.

საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი საქმეა რას დაწერს და რაზე იხუმრებს სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე.

მას შემდეგ, რაც ჯონსონმა პრემიერის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, ინგა ქარდავამ ფეისბუკზე პრემიერ-მინისტრების ბორის ჯონსონისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა, რომ “მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი” ბრიტანეთის პრემიერი ღარიბაშვილმა “მიაჩმორა”.

“მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი ესეც ასე. ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გადააყენა”, – წერდა სახელმწიფო მოხელე.

“[თბილისში] ამოეწურათ თემა და გადმოგვწვდნენ ჩვენ, რეგიონებს. თითოეულს გავცემ პასუხს. მე ჩემს გვერდზე რასაც ვიხუმრებ, ჩემი საქმეა და არავისი მეტი. ეს ხუმრობა იყო, აბა რა… არც წავშლი, მე არავისი არ მეშინია. სათითაოდ მოვიდეს ვისაც უნდა”, – უთხრა ინგა ქარდავამ თავისუფლებას.

ფოტო, რომელიც “ქართლი ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს წევრმა გამოაქვეყნა 29 ივნისს არის გადაღებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტისას შეხვდა.

წყარო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....