უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, იარაღი, რომელიც ქვეყანამ დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო, ფრონტის ხაზზე უკვე მძლავრად ამუშავდა და უკრაინის მცველები მტრის ცოცხალ ძალასა და ლოჯისტიკურ წერტილებს სერიოზულ დარტყმებს აყენებენ.
“როგორც იქნა, იგრძნობა, რომ ძალიან მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია – ის იარაღი, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ. ჩვენი ქვეყნის დამცველები ძალიან ხელშესახებ დარტყმებს აყენებენ მტრის შემადგენლობებს და იმ წერტილებს, რომლებიც ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და ეს საგრძნობლად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს. უკრაინულ ძალებს წინსვლა აქვთ რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით, მათ შორის, სამხრეთით – ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში”, – განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.