ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება შეაფასეს. როგორც ექსპერტების ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს სლავიანსკზე, ბახმუტსა და სევერსკზე შეტევისთვის მზადებას, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს იგერიებს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს.
ISW-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსები ბახმუტზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ და ქალაქს ორი მიმართულებით უტევენ. ამასთან, ოკუპანტებს სევერსკში ისეთი პირობების შექმნა უნდათ, რაც მათ შეტევით მოქმედებებზე გადასვლის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება სლავიანსკს, აქ მტერი აგრძელებს მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებზე შეტევებს.
“უკრაინელმა მებრძოლებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის შემოტევები გზისპირა დასახლებული პუნქტების – კრასნოპოლიესა და დალინას ასაღებად. ოკუპანტებს მათზე კონტროლის მოპოვება რომ გამოსვლოდათ, მტრის განლაგება იზიუმს, სლავიანსკსა და ბახმუტს შორის გზაზე აღმოჩნდებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ISW-ის ცნობით, უკრაინელები მტერს ხარკოვის ოლქშიც აკავებენ, თავად კი ხერსონის ოლქს უალოხვდებიან.
“მანამ რუსეთის არმია ხარკოვის ოლქის შტურმით აღებას და დონეცკის ოლქზე შეტევას ცდილობს, უკრაინის დამცველებმა ხერსონის რაიონის სოფელ ლოზოვოიეს მახლობლად დამპყრობლების თავდასხმა მოიგერიეს. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ლოზოვოე კონტროლის ქვეშ დააბრუნეს, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში უარყოფენ, რომ სოფელზე კონტროლი დაკარგეს. თუ ოკუპანტების ნათქვამის უდიდესი ნაწილის არასანდოობის გათვალისწინებით, ეს სიტყვები შესაძლოა ტყუილი აღმოჩნდეს”, – წერს გამოცემა UNIAN ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე დაყრდნობით.
ამას გარდა, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით ხარკოვში და ქალაქის სიახლოვეს აფეთქებების ხმა ისმოდა.
“მტრის შემოტევის შედეგად, დაიჭრნენ 2 წლამდე ბავშვი და 64 წლის კაცი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები”, – წერს UNIAN.