უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ერთდროულად შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ზელენსკის თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთს იმდენად გაუჭირდება, რომ ფართომასშტაბიან კონფლიქტს შეწყვეტს.
“თუ ყველა სანქცია, რომელსაც ცალ-ცალკე აწესებს ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და მთელი მსოფლიო, თუ ყველა ეს სანქცია გამონაკლისი გარეშე, ყველასგან იქნება შემოღებული, რაც მსოფლიოსთვის ადვილი არ იქნება, დარწმუნებული ვარ რუსეთს ძალიან გაუჭირდება და ის ამ ომს შეაჩერებს”, – UNIAN-ის ცნობით, განაცხადა ზელენსკიმ მთავრობის სხდომაზე.