[su_quote]აქციაზე პოლიტიკური სპექტრი ნახეთ, რომ მე როგორც რიგითი ჯარისკაცი თავიდანვე აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არ იყოს ავანსცენაზე. მე იმთავითვე მივხვდი, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ არის რაღაც, რასაც მორჩილად მიყვები. ადამიანთა ჯგუფი ძალიან გულწრფელად თვლიდა, რომ ეს გზა იყო სწორი. მე სწორად არ მიმაჩნია პოლიტიკური პროცესები პოლიტიკოსების გარეშე, ეს არ ხდება, გამორიცხეთ. საერთოდაც გაერთიანება მიმაჩნია, რომ არავის არ გვერქვას არაფერი, გვერქვას ხალხი – იქ პოლიტიკოსებიც უნდა შედიოდნენ, ჩამოსული ხალხიც და იქ გამოყოფილი ხალხი არ უნდა იყოს, ეს უფრო სწორად წაიყვანდა სწორად. შეცდომა იყო ბევრი დაშვებული, მაგრამ შეცდომა მოსდით იმათ, ვინც მოქმედებაში არიან. მე უფრო იმ ადამიანების მეშინია, ვინც კრიტიკით არიან დაკავებული და თავად თითს თითზე არ დაადებენ-ხოლმე. ყველაზე მძიმე ამ სიტუაციში უმოქმემდობაა. ხალხი რომ უკმაყოფილოა, ესეც ნორმალურია. ბევრი რამ მეც არ მომეწონა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უნდა დავრჩეთ შეკრულად. ლაშა ბუღაძემ ძალიან კარგად თქვა – მოვინდომეთ, მაგრამ სხვა რაღაც გამოვიდა. ერთი ვიცი ახლა, დიდი შეცდომა იქნება დამუნათება და ხელის გაშვერა. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ისტორიულ შანსს კარგავს, ამაზე ჩვენს შორის კამათი ვერ იქნება. ასე გადაწყდა, რომ პოლიტიკოსები რიგით ჯარისკაცად ვმდგარიყავით. დავინახეთ, რომ ეს იყო შეცდომა. ხალხი პირდაპირ გვეუბნებოდა, რატომ არ ერთვებით ორგანიზატორულ პროცესში. როცა ვიღაც გულწრფელად ამბობს, რომ აი, პოლიტიკოსები თუ ამოვლენ, მაშნ შეიძლება ეს დაიშალოს. ბუნებრივია, პოლიტიკოსებს იმდენი პასუხისმგებლობა აქვთ, რომ თქვან აგერ ვდგავართ რიგითი ჯარისკაცებად. ჩანს, რომ ამ გზამაც არ გაამართლა. პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ერი, ბერი, სრულიად ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რასაც ქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა აქციის “შინ ევროპისკენ” შეფასებისას განაცხადა.