[su_quote]მტკიცებულებით გეტყვით, რატომ უნდა გაჟღერდეს აქციაზე [მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა]. არავითარი მომხრეობით არ გეუბნებით. 12 პუნქტი მოგვაწოდა ევროკავშირმა, რომელიც უნდა შესრულდეს. 12 პუნქტში რაც წერია, ის ყველა პუნქტი უნდა გაჟღერდეს აქციაზე. იმ 12 პუნქტში წერია, პოლიტპატიმრები. ამიტომ, სადაო აქ არაფერი შეიძლება იყოს. დეესკალაციაზეა საუბარი, რა იწვევს დეესკალაციას? ის, რომ 600 000 მომხრის ლიდერი მძმდება ციხეში. დეესკალაცია როგორ მოიხსნება თუ შენ განაწყენებული 600 000 ადამიანი გრჩება. ამიტომ დეესკალაციაც იმ 12 პუნტქშია და პოლიტპატიმრები. ამ ფაქტის გამო, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს, სააკაშვილი და ნიკა გვარამია უნდა გაჟღერდეს აქციაზე. ყველა აქციაზე მომსვლელს კარგად აქვს გააზრებული, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ვართ იქ მისულები. ასე, რომ ყველას კარგად აქვს აღქმული, რომ 12 პუნქტში წერია გარკვევით მიხეილ სააკაშვილის თემა[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა აქციის “შინ ევროპისკენ” შეფასებისას განაცხადა.