ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“მეტრონომი” ექსკლუზიურ დოკუმენტს აქვეყნებს: მაესტროს წილები გაიყიდა

sanotaro

ვრცელდება ინფორმაცია ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით. როგორც ირკვევა ცვლილება მოხდა ტელეკომპანიის დამფუძნებლებში. გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ 30%-ის წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს) საკუთარი წილები გადაუფორმეს.

“მეტრონომმა” საჯარო რეესტრს გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია. მართლაც აღმოჩნდა, რომ ებრალიძემ და ჩიკვაიძემ გაჩეჩილაძეს გადაუფორმეს თავიანთი კუთვნილი 15-15 პროცენტის წილები.

ცვლილება საჯარო რეესტრში ოფიციალურად უკვე დადასტურებულია. რამდენიმე დღეში ჩანიშნულია პარტნიორთა კრება, სადაც “პირველი რადიო”-ს ინფორმაციით, დღის წესრიგშია შესული ბაია გადაბაძის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი გაჩეჩილაძე დაახლოებულია პატარკაციშვილების ოჯახთან. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მომავალში, პატარკაციშვილების ოჯახის მედიაინტერესების კიდევ უფრო გაძლიერებაზე სერიოზული საუბრები დაიწყოს.

nasyidoba

იტვირთბა....