პაკისტანი მზად არის უახლოეს დღეებში უმასპინძლოს და შუამავლობა გაუწიოს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იშაქ დარმა ისლამაბადში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
მისი თქმით, თეთრი სახლი უკვე მუშაობს პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე, რომელიც ირანში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების გზებს შეეხება. დარმა აღნიშნა, რომ ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ როგორც რეგიონული პარტნიორები, ისე თავად აშშ და ირანი.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ინიციატივას მხარი დაუჭირეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმაც.

