აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

The New-York times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება

The New-York times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება – გამოცემა წერს, თავდაპირველად, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში 2 500-კაციანი, ორი დანაყოფი გაგზავნა, თუმცა ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ამ მონაცემებით – 10 000-ით მეტია. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ირანზე უფრო ფართომასშტაბური შეტევას განიხილავს.

მაგალითად, კუნძულის ან სხვა ტერიტორიის ხელში ჩაგდებას, ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობის ფარგლებში. გამოცემა წერს, რომ რეგიონის ბაზებსა და გემებზე, მათ შორის საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, ერაყში, სირიაში, იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში, დაახლოებით 40 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანში ომის ესკალაცია მოახდინა, სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ამ რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.

აღნიშნულ რაოდენობაში არ ითვლება ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ (U.S.S. Gerald Ford), რომელზეც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, რადგან გემი მწყობრიდან გამოვიდა და მან ტერიტორია დატოვა. სამხედრო ოფიციალური პირის აცხადებენ, რომ პარაშუტისტების ადგილსამყოფელი საჯარო არ არის. მედესანტეები შესაძლოა, კუნძულ ხარგის ხელში ჩასაგდებად გამოიყენონ, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი კვანძია. გამოცემა აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული საზღვაო ქვეითებთან ერთად, ისინი სხვა სახმელეთო ოპერაციებშიც ჩაერთონ.

New-York Times კომპეტენტურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 50 000 ჯარისკაცი მცირე რაოდენობაა ნებისმიერი სახის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის. შედარებისთვის, ისრაელმა 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი გამოიყენა ღაზის სექტორში 2023 წლის ოქტომბერში დაწყებული ოპერაციებისთვის, ხოლო აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია 2003 წელს ერაყში შეჭრისას თავდაპირველად 250 000-მდე სამხედროს ითვლიდა.

ირანის ფართობი, კი თითქმის აშშ-ის მესამედია, სადაც დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სამხედრო ექსპერტების აზრით, 50 000 ჯარისკაცით მისი ზომის, სირთულისა და შეიარაღების ქვეყნის აღება, მით უმეტეს კი მისი შენარჩუნება – შეუძლებელია.

იტვირთბა....