აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მოლაპარაკება ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ირანთან არასდროს იცი რა იქნება, ვლაპარაკობთ და შემდეგ ყოველთვის გვიწევს მათი დაბომბვა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

„ირანთან მოლაპარაკება დღეს ძალიან კარგად წარიმართა, ბევრი რამ მივიღეთ, რაც დიდი ხნის წინ უნდა მოეცათ ჩვენთვის. ვნახოთ, რა გამოვა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, პატივისცემის ნიშნად ირანმა ნავთობით დატვირთულ 20 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა.

„ოთხი დღის წინ ვახსენე საჩუქარი – ვთქვი, რომ რაღაც მომცეს, მაგრამ არ მიმაჩნდა საჭიროდ გამემჟღავნებინა, რა. ეს იყო ნავთობით დატვირთული 10 უზარმაზარი გემი. დღეს კი კიდევ ერთი საჩუქარი გაგვიკეთეს – ნავთობით დატვირთული 20 გემი, რომელთა გაშვება ხვალ იწყება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხზე შეთანხმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ყოველთვის სანდო მხარე არ არის.

„მოლაპარაკება ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ირანთან არასდროს იცი, რა იქნება. ვლაპარაკობთ მათთან და შემდეგ ყოველთვის გვიწევს მათი დაბომბვა“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....