ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ უკრაინას დამატებით 820 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის HIMARS, მოწინავე მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემის NASAMS, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და დამატებით, არტილერიის საწინააღმდეგო რადერების გადაცემას ითვალისწინებს.
ამისთვის, $50 მილიონი საპრეზიდენტო დანაზოგებიდან, ხოლო 770 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის თანხებიდან გამოიყო.