ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი ოხანაშვილზე: ხან მოვითმენთ, ხან, აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ

[su_quote]ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99.9 პროცენტში და  ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული. ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო. უნდა იყო ძალიან, ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე. ვინაიდან ისინი უკვე ჩიხში მოქცეულები არიან, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ დაგეგმავენ კიდევ მრავალ სხვა მსგავს პროვოკაციას[/su_quote]

ამის შესახებ tvპირველის ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ს საელჩოში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

იტვირთბა....