ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გასამართლებული ჩოლოიანი RMG Gold-ში დასაქმდა

15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გასამართლებული მარიანა ჩოლოანი კომპანია RMG Gold-ში დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.

“ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს და ვადაზე ადრე გამოუშვეს. ხოდა, ახლა RMG Gold-შია დასაქმებული, აი იმაში, საყდრისი რომ ააფეთქა. მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს!“ – წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, მეათე კლასის მოსწავლემ, ლუკა სირაძემ, სიცოცხლე თვითმკვლელობით 2019 წელს ლის 11 დეკემბერს, მას შემდეგ დაასრულა, რაც “მწვანე სკოლის” კედლებზე გაკეთებული წარწერის გამო არასრულწლოვანი დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. შემთხვევა

ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანი გასამართლდა, მან საპატიმრო ვადაზე ადრე, 2021 წლის აგვისტოში დატოვა.

იტვირთბა....