ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: ძალიან მწყდება გული, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ

[su_quote]ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ ამ ინ­ცი­დენტს არ შევ­სწრე­ბი­ვარ, ამი­ტომ მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩხუ­ბი მი­სა­ბა­ძი საქ­ცი­ე­ლი არ არის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სჯობ­და. მე არ ვიცი, რამ­დე­ნად გვქონ­და ძა­ლა­დო­ბას­თან საქ­მე, არ შევ­სწრე­ბი­ვარ. ძა­ლა­დო­ბა რა თქმა უნდა, და­საგ­მო­ბია და ორ­ჯერ და ათ­ჯერ მე­ტად არის და­საგ­მო­ბი ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ეს ძა­ლა­დო­ბა მოხ­და, თუ მოხ­და. ჩხუ­ბი და ხე­ლის დარ­ტყმა მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მი­ღე­ბა­ზე კარ­გი ამ­ბა­ვი არ არის[/su_quote]

ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ს საელჩოში გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....