ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრასი: ფინეთსა და შვედეთში NATO-ს ინფრასტრუქტურა განთავსდება – პუტინის სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ფინეთის და შვედეთის ტერიტორიაზე NATO-ს კონტიგენტის და ინფრასტრუქტურის განთავსებას რუსეთის მხრიდან “სარკისებური პასუხი” მოჰყვება.

როგორც ტრასმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, პუტინის მუქარა არის “რიტორიკა, რომელიც უნდა დააიგნორო”. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, NATO ამ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურას განათავსებს.

“ჩვენ რუსეთის პრეზიდენტისგან წარსულშიც მოგვისმენია, რომ ალიანსში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება “წითელი ხაზი” იქნებოდა. ეს არის რიტორიკა, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ამის ნაცვლად, შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით, რომელიც ამ ომში მისი გამარჯვებისთვის აუცილებელია”, – ამბობს ტრასი.

ამასთან, ლიზ ტრასი ვლადიმერ პუტინს ახასიათებს, როგორც “საზარელ დიქტატორს, რომელმაც დაიწყო არასამართლიანი, გაუმართლებელი ომი და უკრაინაში ყველაზე საშინელი დანაშაულებების ჩადენის ბრძანება გასცა”.

შეგახსენებთ, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია.

იტვირთბა....