ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი: შვედეთსა და ფინეთში NATO-ს სამხედრო კონტიგენტის განთავსდებას სარკისებურად ვუპასუხებთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, NATO-ში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, თუმცა, თუ ამ ქვეყნებიდან საფრთხე წამოვა, პასუხად, მათ რუსეთისგანაც დაემუქრებათ საფრთხე.

Interfax-ის ცნობით, პუტინი საფრთხეში მოიაზრებს ფინეთსა და შვედეთში ალიანსის სამხედრო კონტიგენტის და ინფრაქტრუქრის განთავსებას, რაზეც ამ ქვეყნებს “სარკისებური პასუხის გაცემას” ჰპირდება.

“ჩვენ შვედეთან და ფინეთთან არ გვაქვს არანაირი პრობლემა, როგორიც სამწუხაროდ, უკრაინასთან გვაქვს. არც ტერიტორიულ საკითხებზე გაგვაჩნია კითხვები და კონფლიქტი, არ არის არაფერი ისეთი, რაც ფინეთის და შვედეთის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით შეგვაშფოთებდა. უნდათ ეს? – კეთილი. თუმცა, მათ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ თუ ადრე მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ახლა, იქ სამხედრო კონტიგენტის და ინსფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, სარკისებური პასუხი გავცეთ და ისეთივე საფრთხეები შევუქმნათ იმ ტერიტორიას, საიდანაც ჩვენ ველით საფრთხეებს. ეს ხომ ცხადია. რა, მათ არ ესმით ეს? ყველაფერი კარგად ჰქონდათ, მაგრამ ახლა, იქნება გარკვეული დაძაბულობა. ამის გარეშე წარმოუდგენელია. ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეები შეიქმნება”, – განაცხადა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბათში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

იტვირთბა....