ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ წუთებში ჟვანიას ქუჩაზე კიდევ ერთ ოჯახს ასახლებენ (ვიდეო)

თბილისში, ჟვანიას 12 ნომერში დაძაბული ვითარებაა. იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება.
“იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის გადამღები ჯგუფი დაზარალებული ლელა სურმავას ისტორიის გადასაღებად იმყოფება ადგილზე. კერძო მევახშე კი ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის – ის “სფერო პროდაქშენის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ფიზიკური ძალადობით ემუქრება. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კადრები შემთხვევის ადგილიდან Facebook გვერდზე “მშენებლობით და იპოთეკით “მევახშეებისგან” გავრცელდა.

იტვირთბა....