მთავარი პოლიტიკა ციტატა

კახაძე: პრემიერის გადადგომის მოთხოვნა აზრთან ახლოს არ არის, ის იქნება ქვეყნის სათავეში

[su_quote]ჩვენ ევროკავშირის მესვეურებისგან ძალიან საინტერესო დავალება გვაქვს. იმათმა იციან ჩვენი შესაძლებლობები და ექვსი თვე განგვისაზღვრეს, რომ 6 თვეში ამის გაკეთება შესაძლებელია და ეს დაავალეს ხელისუფლებას. ხელისუფლებას დაევალა იმ 12 პუნქტიდან 11 პუნქტის მარტო შესრულება. მთავრობის ეს დავალება იმ კაცს აქვს შესასრულებელი, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ძალიან კარგად იცის როგორ და რა თანმიმდევრობით შეასრულოს ეს ვალდებულებები. პრემიერს ვალდებულება აქვს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამიტომ, პრემიერის გადადგომის მოთხოვნა აზრთან ახლოს არ არის – ემოციასთან არის, ოპოზიციასთან შეიძლება არის, მტერთან არის, მაგრამ მოყვარესთან არ არის. ამიტომ, ის იქნება ქვეყნის სათავეში. პრემიერმა თავის საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ყველა დანარჩენ შემოთავაზებას მე არ ვიზიარებ, არ იზიარებს პრემიერი, არ იზიარებს საღად მოაზროვნე მსოახლეობის დიდი ნაწილი, არ იზიარებენ კეთილმოსურნეები ქვეყნის გარეთ, რომელთაც ეს დავალება მიცემული აქვთ კაცისათვის, თავის მთავრობის, პარლამენტისა და მოსახლეობის სრული ჩართულობით, რომ საქართველომ ღირსეულად გადალახოს ეს პირველი დამაგვირგვინებელი ნაბიჯი[/su_quote]

განუცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ “მეტრონომს”.

იტვირთბა....