ახალი ამბები ბიზნესი

არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია

არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ სანქციები გაფართოვდება და ინტერ რაოს შვილობილ კომპანია “თელმიკოს” შეეხება, ნარმანიას თქმით, ეს ელექტროენერგიის მიწოდებას არ შეაფერხებს:

“ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს.

იმ შემთხვევაში თუ გაფართოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ბრიფინგზე”, – აცხადებს ნარმანია.

იტვირთბა....