უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმებს კუნძულ ზმეინზე, რომელიც რუს ოკუპანტებს აქვთ დაკავებული. როგორც ოპერატიული სარდლობა “Пивдень”-ის სპიკერი, ნატალია გუმენიუკი იტყობინება, უკრაინელი მებრძოლები წარმატებულ შეტებას ახორციელებენ და უკვე გაანადგურეს მტრის სამი საზენიტო-სარაკეტო და ცეცხლსასროლი სისტემა Pantsir S1.
“გასულ ღამეს კუნძულ ზმეინზე მტრის მიმართულებით შეტევა განხორციელდა. ამ ოპერაციის შედეგად, მოვიპოვეთ სამი Pantsir S1, ამასთან, არ მუშაობს მათი რადიოლოკაციური სადგური. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ მტერს კუნძულთან მიახლოება გართულებული აქვს, ამასთან დაკავშირებით, რაშისტებს არ შეუძლიათ კუნძულთან მიახლოება და დახმარების აღმოჩენა, იქ რაიმე ტიპის შეიარაღების მიტანა, ან ცოცხალი ძალის გადაყვანა”, – განაცხადა ნატალია გუმენიუკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.