aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

მარნეულის დეპუტატი ტრაგედიაზე: ავარიულ აივნებზე მოსახლეობას მერიისთვის არ მიუმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავარიულ აივნებზე მოსახლეობას მერიისთვის არ მიუმართავს, – განუცხადა “მეტრონომს” ქართული ოცნების წევრმა პარლამენტში მარნეული-გარდაბანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა.

მისივე თქმით, წერილი მხოლოდ სახურავებთან დაკავშირებით მიიღეს და შესაბამისი ტენდერიც გამოცხადდა.

“ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის მხრიდან მიმართვა იყო სიმართლეს არ შეესაბამება, აივნებთან დაკავშირებით მერიაში არანაირი წერილი არ იყო შემოსული. ჩემი მერობის პერიოდში 2019/20 წლებში სახურავთან დაკავშირებით იყო წერილი შემოსული, რაზეც ტენდერიც გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანიაც იყო, თუმცა შემდეგ მოსახლეობამ ითხოვა, რომ არ გაკეთდეს იქიდან გამომდინარე, რომ წყლის ბაკების გადატანა არ უნდოდათ. რაც ეხება აივნებსა და ავარიულ მდგომარეობას, მსგავსი შინაარსის მიმართვა მერიაში არ ყოფილა”, – აცხადებს დარგალი “მეტრონომთან”.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარ ტრაგედიას, 2 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა.

იტვირთბა....