ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ ვარ, რაზე უნდა ჩავიდე? – კობახიძე

რამდენიმე წუთის წინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ნამყოფი იყო თუ არა საოკუპაციო ხაზთან.

„საოკუპაციო ხაზთან არ ვარ ნამყოფი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი? რაზე უნდა ჩავიდე იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხები არ არის გადასაჭრელი”, – თქვა მან.

მისი განცხადებით, მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან.

„აღმასრულებელი ხელისუფლება არამარტო ჩადის, არამედ პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას.

მთელი ხელისუფლებაა ჩართული, იქ გზა რომ მიდის, წყალი რომ მიდის, დენი რომ მიდის, თქვენ აკეთებ ამას?

მილიონი ვიზიტია იმ ტერიტორიებზე. მილიონი პროექტი განხორციელდა. ერთი არ გაგიშუქებიათ. იმიტომ, რომ თქვენ ადამიანების პრობლემები კი არ გაწუხებთ, არამედ უბედურება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: პუბლიკა

იტვირთბა....