ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კუბლაშვილი: ვინც თავისი ქვეყნის მთავრობას საჯაროდ სასაცილოდ იგდებს, მოღალატე და ავაზაკია

[su_quote]მოდით, მოვრჩეთ სხვის კრიტიკას და ყველამ პატივი სცეს თავის/სხვის არჩევანს, პოლიტიკურ გემოვნებასა თუ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხისადმი. საოცარი ქვემძრომი სულის ადამიანები კარგად რომ გიცნობთ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ სინამდვილეში, თავს ნუ გამოიდებთ ქვეყნის სიყვარულსა და პატრიოტობაზე, სასაცილოა რა. ყველას აზრს ვცემ პატივს, მადლობა, მაგრამ მე ჩემი მაქვს. ომითა და მოსახლეობის ამოხოცვით მოპოვებული ე.წ ,”სტატუსი” არაფრით მაოცებს და მაკვირვებს, მით უმეტეს, მახარებს და რა გიხარიათ? ვის რატომ შესტრფით ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, კი ბატონო, ყველას თავისი შეხედულება აქვს. ვინც თავისი ქვეყნის მთავრობას საჯაროდ სასაცილოდ იგდებს, თავის შიდა, თუნდაც დავუშვათ ბინძურ, სამზარეულოს საჯაროდ ამზეურებს სწორედ მათ თვალწინ, ვის ხელშიც თავადვე ამბობს, რომ მისი ქვეყნის მომავლია, მოღალატე და ავაზაკია, სხვა რა ჰქვია?!საინტერესოა ამ “პატრიოტმა” რა გააკეთა მდგომარეობის გამოსასწორებლად? ყვირილისა და მასკარადის მეტი რომელმა რა გააკეთა, დამისახელეთ? არაფერი. ამიტომ ვინც მყვირალა, ფსიქოპატ, დესტრუქციულ ძალებს ეტრფის და არ გმობს, ეს კიდევ სხვა უკიდურესი განზომილება მგონია…დიახ, თქვენ რომ დემოკრატიულ საზოგადოებაზე ოცნებობთ, იმ საზოგადოების წევრი ვარ და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვაფიქსირებ ჩემ აზრს, თქვენ კი (ცხადია ისევ ცალკეულ კატეგორიის ადამიანებს ვგულისხმობ და საბედნიეროდ არა ჩვენ სრულ საზოგადოებას) აუცილებლად გამლანძღავთ, როგორც ყოველთვის. აი, ასეთი ყალბია თქვენი დემოკრატიულობანა და ევროპელობანა. მგონია, რომ პირველ რიგში ჯობს, ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა – ჩვენი კულტურისა და შინაგანი სინდისის პატრონებს, გვეკუთვნის რომ ევროპელობა? სხვას ვეტრფი, ჩემსას ვლანძღავ და საკუთარ თავში კი ნაკლს ვერ ვხედავ, რა ადვილი და მაგარია[/su_quote]
წერს ადვოკატი მარიამ კულბლაშვილი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....