მთავარი ციტატა

ოქიტაშვილი: ივანიშვილმა რაც გაუკეთა საქართველოს, არ გაუკეთებია არავის არასდროს

[su_quote]ივანიშვილის მოღვაწეობას შეაფასებს შთამომავლობა. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ევროპის განცხადება, რომ უნდა მიგვეღო… ჟურნალისტი ბრძანდებით და თქვენ ასე თავისუფლად იმ დროს… ამბობენ, არ შეეხოთ წარსულსო, როგორ შეიძლება, არ შეეხო წარსულს, თუ წარსული არ გაქვს, მომავალი არ გექნება. ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა საქართველოს, არ გაუკეთებია არავის არასდროს. ბატონი თუ ოლიგარქი იყო – პატრული თუ რამდენი ეკლესია… ეს ხომ სააკაშვილის დროს ხდებოდა და მაშინ სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ოლიგარქის ფულს ხმარობდა? მაშინ ივანიშვილს ფულს რუსული სუნი არ ასდიოდა? თქვენ ნახეთ სააკაშვილის მთავრობის განცხადებები, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და პუტინს რომ ხელი ჩამოართვა. მათთვის შეიძლება ეს ყველაფერი და სხვისთვის არ შეიძლება?! ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა არ სჭირდებოდა, მაგრამ იცით რატომ მოვიდა? დღეს თქვენ რომ თავისუფლად წეროთ, ტელევიზიებმა ილაპარაკონ და ადამიანებმა ქუჩაში იარონ და იგივე ის მიტინგები თავისუფლად ტარდებოდეს. მე დავიცავი ზურაბ ჟვანია, არ მჯერა როგორ გარდაიცვალა-თქო და ჩამკეტეს ავტოფარეხში და მცემეს. იმიტომ, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირე ჩემს მეგობარზე. მე გული მტკივა, იქითაცაა ბევრი ჩემი მეგობარი, ეს ზიზღი უნდა დამთავრდეს[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომს” კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.

იტვირთბა....