[su_quote]მე საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უნუდა სწრაფვა ევროპისაკენ. მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ და ოცში ბევრი ჩემი ახლობელი იყო გასული და რასაკვირველია, ის მუხტი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ გუშინდელი განცხადებების მერე, რაც ევროკავშირის საბჭომ, პრეზიდენტმა გააკეთეს, მე მიმაჩნია, რომ ახლა ამ აქციების ჩატარების წინააღმდეგი ვარ და რაში გადაიზრდება კიდევ, კაცმა არ იცის, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება. მე, რასაკვირველია, არ მივდივარ. პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია, რომ უნდა შევრიგდეთ, ხალხო, სხვანაირად არაფერი გამოვა. ეს კარგს არაფერს მოიტანს. ყველას უნდა ევროპისკენ სწრაფვა – სახელმწიფოსაც, ოპოზიციასაც და უნდა შევრიგდეთ, ჩემი მოთხოვნაა ეს. ამ 6 თვეში გადავდოთ ამბიციები[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.