[su_quote]პრემიერის გამოსვლას რაც შეეხება, ყველა კითხვას გაეცა ადეკვატური პასუხი. ძალიან ცუდი საყურებელი იყო, რომ პრემიერის გამოსვლიდან პირველივე წუთებიდან დაიწყო მისთვის ხელის შეშლის მცდელობა, ბრახუნი, ყვირილი, წივილი. ეს ძალიან არასასიამოვნო სურათს ქმნიდა, პირველი დათქმა რაც გვაქვს კანდიდატის სტატუსზე, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციის შესუსტებას, ეს მარტო ცალმხრივად ვერ გაკეთდება. ორივე მხარე უნდა შეეცადოს, რომ საქმეზევე ვილაპარაკოთ[/su_quote]
განუცხადა “მეტრონომს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.