aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული დანაყოფი “ელიტა”, რომელიც სპეციალურად NATO-ს ძალებთან საბრძოლველად იყო გაწვრთნილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

განადგურდა რუსული დანაყოფი “ელიტა”, რომელიც სპეციალურად NATO-ს ძალებთან საბრძოლველად იყო გაწვრთნილი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ხსენებულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებამ ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსი ჯარისკაცი საუბრობს.

“დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ მუშაობს, მერე რაღაც სხვა არ მუშაობს… და ასე. არ არის საკმარისი მძღოლები და ქვეითების უზარმაზარი რაოდენობა გამოიყენება როგორც საზარბაზნე ხორცი”, – ამბობს რუსი ჯარისკაცი.
იტვირთბა....