ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“ქართველმა ხალხმა ევროპული იდენტობისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო, მიანიჭეთ სამივე ქვეყანას სტატუსი” – ჰელსინკის კომისია

ქართველმა ხალხმა ევროპული იდენტობისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო, მიანიჭეთ სამივე ქვეყანას სტატუსი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა უნდა შესთავაზონ.

“ქართველმა ხალხმა, ასევე, ბევრი შესწირა თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის მეომრებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევებისა.

მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....