“დღევანდელი დღე არის დასტური, რომ საქართველოს სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “მეტრონომს”, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მის თქმით, ეს დღე ქართველ ხალხს აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე და ევროინტეგრაციამდე.
“31 წლის წინ ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ქართული სახელმწიფო ქართველ ხალხს ეკუთვნის და დღეს იგივე გაიმეორა – რომ არ ეკუთვნის ერთ ადამიანს, რომელთანაც არ არის თავსებადი საქართველოს მომავალი და მე ეჭვგარეშედ შემიძლია გითხრათ, რომ ქართველი ხალხის ნებას უკვე ვეღარავინ ვეღარ დაუდგება წინ. ამ რაოდენობის, განსხვავებული ადამიანი შემთხვევით არ დგას ერთად. არსებობს საკითხები, არსებობს გამოწვევები, როდესაც გრძნობს ერთი, რომ მისი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და დღეს სწორედ ასეთი დღეა. დღევანდელი დღე იქნება დასაწყისი ძალიან სწრაფი გამარჯვებისა”, – აცხადებს მელია.