[su_quote]ეს პასუხი, რომელსაც ახლა ამზადებთ, ზოგიერთი, რატომ ხვალ არ მოხვალთ – ეს პასუხი გასაცემი გექნებათ თქვენი შვილებისთვის 5 წლის მერე, 10 წლის შემდეგ. მაშინ როდესაც, ისინი დაგისვამენ კითხვას – შენ სად იყავი როდესაც ჩემი ქვეყნის ისტორიული არჩევანი კეთდებოდა?! არა ვიღაცის სასარგებლოდ და ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ის ისტორიული არჩევანი, როდესაც მე საქართველოს ისტორიაზე ვკითხულობ…
ხვალ მოდით აქ არავის წინააღმდეგ, თქვენი შვილებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის და სამშობლოსთვის.[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე, 7 მედიასაშუალების ერთობლივ ეთერში საუბრობს.