ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში რუსული მუსიკა აიკრძალა

უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს ეროვნული მუსიკალური პროდუქტის მხარდაჭერისა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსული მუსიკალური პროდუქტის საჯარო გამოყენების შეზღუდვის შესახებ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“რადამ აკრძალა რუსული მუსიკა უკრაინულ მედიასა და საჯარო სივრცეში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის, ცნობითკანონპროექტს ხელი უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოაწერონ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....