ბრიგადის გენერალი, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი სტანისლავ კოზეი გამოცემა Onet-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონების დაბომბვას, ამ უკანასკნელს შეუძლია, დასავლეთის რეგიონების საჰაერო თავდაცვა საკუთარ თავზე აიღოს.
მისი თქმით, თუ მხედველობაში მივიღებთ, პოლონეთის საზღვართან რამდენად ახლოს ახორციელებს რუსეთი სარაკეტო დარტყმებს, ანტისარაკეტო თავდაცვის გამოყენება გამორიცხული არ არის.
“ჩვენ გვაქვს არგუმენტები იმისთვის, რომ განვახორციელოთ პრევენციული თავდაცვა და ამის შესახებ რუსეთს შევატყობინოთ. თუ ის არ შეწყვეტს ჩვენს საზღვრზე შორი მანძილის რაკეტებით შემოტევას, მაშინ, ნებისმიერ დღეს შეგვეძლება უკრაინის დასავლეთით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შემოტანა”, – აცხადებს გენერალი.