ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(Live)მოქალაქეებმა გადაკეტეს კეკელიძის ქუჩა, საიდანაც აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს

ხმაური და დაპირისპირებაა ვაკეში, კეკელიძის პირველ ნომერში, სადაც იმ ოჯახის ახლობლებმა, რომლის გამოსახლებასაც აღსრულების პოლიცია ცდილობს, ქუჩა გადაკეტეს. პროტესტს უერთდებიან მოქალაქეებიც. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავების მობილიზებაა.

არსებული ინფორმაციით, აღსრულების პოლიცია ამჟამად საცხოვრებელი სახლის კარს ჭრის, რადგან იქ მცხოვრები ოჯახი ბინას საკუთარი ნებით არ ტოვებს.

აღნიშნულ მისამართზე, ფანჯარაზე პროტესტის ნიშნად ტრაფარეტია გამოკრული წარწერით – “აქ, მევახშე ასახლებს სამი თვის ბავშვს”.

არსებული ცნობით, ოჯახს იპოთეკარი ედავება ამბობს, რომ მათ საბანკო ვალდებულება არ შეასრულეს.

 

იტვირთბა....