უზენაესი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის არსებობა ცუდი არ არის – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გაუქმებას.
„კარგია, როდესაც დემოკრატიულ ქვეყნებში ძალაუფლების გამაწონასწორებელი ძალა არსებობს“, – განაცხადა მაკრონმა.

