უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის, ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს, ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.
ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა პარტია „ფიდეს“ მხარდაჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა“ – თქვა ორბანმა.

