თუ კიევი ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს – აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
რობერტ ფიცოს თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით ორშაბათამდე არ განაახლებს, მაშინ ის „შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს დაავალებს, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს შეაჩერონ“.
“თუ ზელენსკის მიაჩნია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება“, – განაცხადა ფიცომ.

